როგორია თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა
თბილისის ვაზისუბნის დასახლებაში,
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 43 წლის
მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო
კლინიკის რეანიმაციულ განყოფლებაშია.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს
სხეულის 60%-ის და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.
კიდევ სამი დაშავებული კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ში მოათავსეს.
ექიმების თანახმად, სამივე პაციენტს მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა და
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ
სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება
კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
მოხდა.