ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი კაცი შევიდა და გარდაიცვალა
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო
ცენტრში, დღეს დილით (6 აგვისტო), გამთენიისას დაჭრილი მოქალაქე
შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბორჯომში
მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით
შევიდა, სავარაუდოდ დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა.
„არაფერი არ ვიცით რა მოხდა, მარტო იყო თუ არა, ან რატომ მივიდა და რა
მდგომარეობაში საავადმყოფოში“
„ამბობენ რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი
ინფორმაცია არ გვაქვს, შეიძლება არ შეესაბამება სიმართლეს, არ
ვიცით“ - ამბობენ სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილები.
ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.