"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო
ლაშქარავა გარდაიცვალა.
გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი
ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პრაიდის
წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორია, სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა
მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა. იგი კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.
ტელეკომპანია ,, ბორჯომი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის
წევრებსა და "ტვ პირველის" თანამშრომლებს.