ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო
ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა
დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შემთხვევა გუშინ 2 ივლისს საღამოს 23
საათისთვის მოხდა.
ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.