წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
წყალტუბოში მესამე საჯარო სკოლის
მეთორმეტე კლასის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 18 წლის
ახალგაზრდა სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას
ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია
ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ
არის.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.