საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები
წალკასთან დაფიქსირდა.
"დღეს, თბილისის დროით 10:27 საათზე, წალკასთან, სოფელ ფარავანთან
მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - ნათქვამია
ინფორმაციაში.