უბედური შემთხვევა - ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით
ინტოქსიკაციით, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, შემთხვევა ხაშურის
მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მოხდა.
გარდაცვლილთა ცხედრები სახლში
ნათესავმა აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, გაზის
გამათბობელია დამონტაჟებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.