მდინარე რიონში30 წლის კაცს ამ დრომდე ეძებენ
სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში,
მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია
დამატებითი ძალები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და
აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6
მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო
აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს
საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი
ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად,
შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური
ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.