9 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
9 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, 45 წლის
კაცმა იძალადა. ძალადობის შემდეგ, ბავშვმა თვითმკვლელობა
სცადა.
არასრულწლოვანი იაშვილის
საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სხვადასხვა სახის ფიზიკური
დაზიანება აღენიშნება.
9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ დღეს შეტყობინება შევიდა შინაგან
საქმეთა სამინისტროში.
უწყებამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, მათ ამ დრომდე არავინ
დაუკავებიათ.
რა სახის ძალადობაზეა საუბარი, ფიზიკურზე თუ სექსუალურზე, ამას შსს-ში
არ აზუსტებენ.