ბათუმში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღეს, მეუფე დიმიტრის
რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსა მეუფე
დიმიტრისთვის, ცივი იარაღით, ფიზიკური დაზიანების მიყენება სურდა.
ინფორმაციას
mtavari.tv ავრცელებს. მათიე ინფორმაციით,
მას ამის საშუალება რეზიდენციის ძაღლმა არ მისცა, რომელმაც
თავდამსხმელს უკბინა.
ინციდენტს ეპარქია არ ახმაურებს და "მთავარი არხის" ინფორმაცით,
განაცხადი არც პოლიციაშია გაკეთებული ამ დრომდე, თუმცა სოციალურ
ქსელში, ეპარქიის ერთ ერთმა მღვდელმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა წარწერით
- "თუ ვინმეს გეცნობათ პირადში მომწერეთ". ფოტოზე სავარაუდოდ
თავდამსხმელია გადაღებული.