საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, ონიდან 2 კილომეტრში,
სოფელ ონჭევში მიწისძვრა მოხდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ
მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრა თბილისის დროით 13:02
საათზე მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა (ML) იყო.