სოფელ რიონში ძმები მოკლეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
რიონში ძმები მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში
სავარაუდო დამნაშავე მათი ბიძაშვილია.
როგორც სოფელში აცხადებენ, მოკლულებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ
კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ სანადირო თოფიდან ესროლა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი, რომელსაც
მკვლელობაში ედავებიან, მიმალვაშია. ადგილზე სამართალდამცველები და
ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.