ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა - 60 წლამდე ქალი გარდაცვლილი ნახეს
ჯავახიშვილის ქუჩაზე თბილისში,
60-წლამდე ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას
ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით აქვს
მიყენებული.
მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლიდან ხმაური
გამოდიოდა, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ისინი ამბობენ, რომ დედას შვილებთან კონფლიქტი ჰქონდა და ისინი
გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე
გრძელდება.