ახალციხე–ურავლის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა
ახალციხე–ურავლის დამაკავშირებელ
გზაზე კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საერთაშორისო
გამჭვირვალობა–საქართველოს" კოორდინატორი, თამუნა უჩიძე
ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი ამბობს,
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ
ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია.