ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა
ზუგდიდში საკონსერვოს დასახლებაში,
სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ მანქანას ზუგდიდის საკრებულოს წევრი,
სალომე ფაცაცია მართავდა, რომელმაც სავარაუდოდ მატარებელი ვერ
შეამჩნია. იგი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. დაწყებულია
გამოძიება