საზოგადოება
ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს - გამოკითხვა ბორჯომში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა და დამოკიდებულება შეცვლილია. გამოკითხული მოსახლეობის 40 პროცენტი ამბობს რომ არსებული პოლიტიკური ძალებიდან არცერთი მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას.

,,ქართული ოცნების" რეიტინგი 23 %-მდე შემცირდა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხედულებებთან ახლოს კი გამოკითხულთა მხოლოდ 7 %-ია .

კვლევის შედეგები ბორჯომში მოსახლეობას შევაფასებინეთ, ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივების უმრავლესობისთის მისაღები არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის.

NDI –ს კვლევა 2021 წლის თებერვალში, საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.4 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.



Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.