სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი
ქალი მოკლეს, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი დაჭრეს,
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული
მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად
ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის
მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც თურქული მედია აცხადებს, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი
შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.