არასრულწლოვანმა გოგომ თანატოლი გოგო დაჭრა
არასრულწლოვანმა გოგომ თანატოლი გოგო
დაჭრა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში XX
მიკრორაიონში მოხდა.
გამოცემისვე ცნობით, თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ
დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. 17
წლის გოგოს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით
დაიწყო.