გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს
გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
დაარბიეს,
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა,
დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი.
"როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფურად დაგეგმილი თავდასხმა, რამდენიმე
ადამიანი მონაწილეობდა. დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" აქტივისტები
იყვნენ. ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია", - განაცხადა
ბასიშვილმა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე
სამართალდამცველები მუშაობენ.