შემთხვევა
სიცილიაში ეტნის მთაზე ვულკანმა მასშტაბური ამოფრქვევა დაიწყო
16 თებერვლის საღამოს იტალიაში კუნძულ სიცილიაზე დაიწყო ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანის, ეტნის ამოფრქვევა. სამხრეთ აღმოსავლეთ ფერდობი ფერფლით დაიფარა და ლავა წამოვიდა. კვამლის სვეტი ვულკანიდან ასობით მეტრის სიმაღლეზე ავიდა, რომელიც ქარმა რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე გაფანტა.



ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებში ჩამოცვივდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატანიის აეროპორტი დახურა.

საბედნიეროდ ექსპერტებმა შენიშნეს ვულკანის შიდა აქტივობები და დროულად მოახერხეს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება. აქედან გამომდინარე სპეცსამსახურები სტიქიას მომზადებულები შეხვდნენ.



17 თებერვალს, დილით, საფრთხის დონე წითელიდან ნარინჯისფერზე დაეცა, უკვე ქალაქებში დაიწყეს ქუჩების გაწმენდა და ვულკანის მიერ ადგილობრივებზე  მიყენებული ზარალის დათვლა, ძირითადად ზიანი ფერმერებმა მიიღეს ასევე დაზიანდა ავტომობილები. ამჯამად ვულკანის ამოფრქვევა კვლავ გრძელდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.