ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირის"
გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს
დაესხნენ.ჟურნალისტური საქმიანობის
ხელისშემშლელ ფაქტზე ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს და წერს,
რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"კვირის" ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ორი
ადამიანი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ არაფხიზელ
მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდასხმის მიზეზად კი ის ფაქტი
დაასახელეს, რომ სოფელში გადამღები ჯგუფის სტუმრობა არ სურდათ.
,,ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ.
გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ
მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე,
უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და
იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას
რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი
მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა,
თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა
სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები", – ამბობს ჟურნალისტი ანუკა
ლიპარიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა
პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღები ჯგუფი ამ
დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.