სომხეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
სომხეთში ბოლო სამი დღე-ღამის
განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, 2,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები 15 თებერვალს
ადგილობრივი დროით 18:21-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი
ერევნიდან სამხრეთით 17 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ
ვრცელდება.
4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა სომხეთში 13 თებერვალს
დაფიქსირდა.