არასრულწლოვანმა შვილმა დედა დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები
მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს საკუთარი შვილი თავდაპირველად,
სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი
არასრულწლოვანი დანით დედას გაუსწორდა.
დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ წუთებში დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ექიმებით თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ამ დროისთვის
სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის.