ახალი ამბები
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა
დღეს, 3 თებერვალს,
ასპინძა–ახალქალაქის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს
როგორც მიკროავტობუსის მძღოლი
ამბობს, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და
ამობრუნდა.
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი
იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ტრანსპორტიდან
გამვლელებმა ამოიყვანეს.
გააზიარეთ :