რუმინეთში, სათხილამურო კურორტ
პრედეალზე მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა.ტურისტებმა, რომლებიც საბაგიროზე
იყვნენ დაინახეს მურა დათვი , რომელიც მთიდან დაშვებულ მოთხილამურეს
მოდევდა.დევნა რამდენიმე წუთს გაგრძელდა,
მტაცებელის ყურადღების გასაფანტად მოთხილამურეს ზურგჩანთის გადაგდება
მოუწია, სანამ დათვი არკვევდა რა იყო ზურგჩანთაში, მამაკაცი სახიფათო
ადგილს საკმაო დისტანციით დაშორდა, გარდა ამისა, სხვა ტურისტები
ხმამაღალი შეძახილებით და სტვენით ცდილობდნენ ნადირის დაშინებას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დათვმა შეწყვიტა დევნა და იქვე ტყეში
შევიდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.