ასპინძაში ავარიას ქალი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც
ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა,
შუა ხნის ქალს დაეჯახა. დაშავებული
ადგილზე გარდაიცვალა.
"საღამო იყო, ქალი ძროხას ეძებდა, ვერ დაინახა მანქანა და
ვერც მძღოლმა შეამჩნია დროულად. დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ გააჩერა.
შეშინებული ბიჭი ასპინძაში ჩავიდა და პოლიციას ჩაბარდა, ქალი
შემომაკვდაო", - ამბობენ ტოლოშში.
წყარო: tv9news.ge