ქუთაისში პიროტექნიკით არასრულწლოვანი დაშავდა
ქუთაისში 13 იანვარს პიროტექნიკით
ორი ადამიანი დაშავდა.
აქედან ერთი არასრულწლოვანია.
"ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება, მეორე მამაკაცია და
გულ-მკერდის არეში ჭრილობა აქვს. ორივე გადაყვანილია ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში", - ამბობს სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორი მაია რუხაძე.
ახალი წლის დღეებში ქუთაისში ჯამში ექვსი ადამიანი დაშავდა. აქედან
ერთი გარდაიცვალა.
მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
წყარო: www.kutaisipost.ge