ხორვატიაში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა
ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად
ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60
კილომეტრში მდებარეობს,
რამდენიმე შენობა დაინგრა და
დაზიანდა.
გამოცემა ალ-ჯაზირას კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშველებმა
ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს.
ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი
ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და
ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც
იგრძნობოდა.