თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის
მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების
მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე
დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. ასევე მიწისძვრა
იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.
ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ
ვრცელდება.