შემთხვევა
აფეთქება ახალციხეში - დაშავდა 2 ადამიანი
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე
მდებარე რესტორან "იმერეთში" აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები
ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ
მთელი რესტორანი დააზიანა.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანებული
საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, მეხანძრე-მაშველებმა
ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს
"ვიჯექი სახლში და უცებ მთელი კორპუსი თითქოს აიწია, მთელი კარ-ფანჯრა
თავისით გაიღო. მიწისძვრა გვეგონა, ჩამოვედით და თურმე გაზმა გაჟონა.
კორპუსს ძირი აქვს გამოცლილი. სად უნდა წავიდეთ ამ ღამე არ ვიცით. "-
ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
დაზიანებული კორპუსის 30-მდე მაცხოვრებელი სასტუმროებში გადაჰყავთ,
მათ დაბინავებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. მერის მოადგილის გურამ
მელიქიძის განმარტებით, ისინი უკან დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ,
რაც ექსპერტები დაადგენენ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უასფრთხოა.
წყარო https://tv9news.ge/
გააზიარეთ :