შემთხვევა
ახალციხეში მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს
ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე,
მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მარკეტში "თეო თეო" შეიარაღებული პირი
შეიჭრა და თანხის წაღება სცადა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი,
რომელიც მაღაზიაში შეიჭრა და ფულს ითხოვდა გამყიდველს ფიზიკურად
გაუსწორდა..
შემთხვევა დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე
მობილიზებული არიან სამართალდამცვეები. მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს
შემოვლებული. წაიღო თუ არა უცნობმა პირმა თანხა - დეტალები უცნობია.
თვითმხილველების ინფორმაციითინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული
პიროვნება უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ერთი პირის დაკავებას,
თუმცა აცხადებენ, რომ მას იარაღი არ ჰქონია.
წყარო
https://tv9news.ge
გააზიარეთ :