ბაღდათი-ქუთაისის გზაზე
ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის
სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაღუპულია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები, გარდაცვლილები ბაღდათის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათიდან არიან.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.