ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში
გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე,
ე.წ გარადოკის კორპუსებში მოხდა.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე გაჩნდა და ის ამჟამად
ლიკვიდირებულია. გარდაცვლილია მამაკაცი.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს.