შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდის საბაჟოსთან
საქართველო-სომხეთის საზღვართან,
ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლს სატვირთო ყინულზე მოუცურდა. შემთხვევა
ოთხ დეკემბერს, სოფელ ეფრემოვკასთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, დატვირთული
სატვირთო რუსეთიდან სომხეთში მიდიოდა.
შსს-ში ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და
გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამრღვევი
მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
წყარო
https://tv9news.ge/
გააზიარეთ :