შემთხვევა
ავარია ხაშურთან - მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა
დღეს დილით ხაშური-გორის მონაკვეთზე
სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
ერთი ადამიანი დაიღუპა,
დაშავებული 10 ადამიანიდან რვა
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულებიდან ერთი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალი,
ქარელის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისში სპეციალიზირებულ
კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც გორის, ქარელის და ხაშურის
საავადმყოფოებში რჩებიან, მედიკოსების ინფორმაციით, არცერთი მათგანის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გააზიარეთ :