შემთხვევა
ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
მკვლელობა ხაშურის
მინიციპალიტეტში - ახალგაზრდა კაცი სამშენებლო მაღაზიაში ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, შპს ,,ელისის" ყოფილი თანამშრომელი მარაზიაში
კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით მივიდა.
მენეჯერსა და მას შორი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში
გადაიზარდა.მაღაზიის მენეჯერმა შეიარაღებული მამაკაცის მისამართით
გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცივი
იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა მუქარა არ შეწყვიტა, შემდეგ უკვე
მისი მისამართით ისროლა.
მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანია ,,ელისის" მენეჯერი
დააკავეს, რომელსაც ყოფილი თანამშრომლის მკვლელობაში ედება ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას
ითვალისწინებს.
გააზიარეთ :