გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გორში, კომბინატის დასახლების
ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის ასაკის მამაკაცს
ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა,
თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის მეზობლებს ვერსიებზე საუბარი
უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად
მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.