გორში, ქორწილში მყოფ 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამ ადამიანს, რომელიც გორში
გამართულ ქორწილში სხვა რეგიონიდან სტუმრად იმყოფებოდა კორონავირუსი
დაუდასტურდა.
არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, ინტენსიურ
რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფთა დადგენა და
ეპიდკვლევები. არაერთ ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია,
ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება, - განაცხადა გორის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი
გიუნაშვილმა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი
შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა
2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ
stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და
1363-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.