შემთხვევა
14 და 15 წლის გოგონებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, ორივე მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს
გორში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი
ავარიის შედეგად ორი მოზარდი
დაშავდა. 14 და 15 წლის ფეხით მოსიარულე გოგონებს
მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორივე მოზარდმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის
დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი მათგანი კლინიკა "გორმედში", მეორე
კი - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში
გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
გააზიარეთ :