მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში
ახალქალაქში სოფელ კუმურდოს გზაზე
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერლა, ერთმანეთს მსუბუქი
ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი
დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. სამივე მგზავრი
ახალქალაქის კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6
ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო ან სხვა მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.