ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში პენსიის ასაღებად წასული მამაკაცი ენგურში დაიხრჩო
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად წამოსული მამაკაცის
ცხედარი მდინარე ენგურმა ორსანტიასთან გამორიყა.
უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები 65
წლის კაცი დევნილთა შემწეობისა და პენსიისთვის სამი დღის წინ
წამოვიდა. ოჯახისთვის ფქვილის, შაქრის, ზეთისა და სხვა პროდუქტების
ყიდვას გეგმავდა, თუმცა, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარის გადალახვა
ვერ შეძლო და დაიხრჩო.
ოთარ ჯობავას ცხედარი გამთენიისას სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ იპოვა და
პოლიციას შეატყობინა, ადგილზე სამაშველო ჯგუფებიც მივიდნენ და
მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,
ჩაკეტილი გზების გამო, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები
იძულებული ხდებიან სურსათისა და მედიკამენტებისთვის მდინარე ენგურის
გავლით გადმოვიდნენ.