სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გაჩნდა
ხანძარი იყო სამცხე-ჯავახეთის
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ცეცხლი ბიბლიოთეკაში გაჩნდა. ადგილზე
მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. ინფორმაციას ,, სამხრეთის
კარიბჭე" ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე ამბობს, ხანძრის შედეგად
სამკითხველო დარბაზში ერთი სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი და ორი
პრინტერი დაიწვა. მისივე განმარტებით, ცეცხლს წიგნსაცავამდე არ
მიუღწევია.
"ბიბლიოთეკარი ახალი გამოსული იყო სამკითხველოდან, ჩვენ თათბირი
გვქონდა. თავდაპირველად ჩვენი ძალებით და ცეცხლმაქრებით შევეცადეთ
ხანძრის ჩაქრობას. სახანძროც გამოვიძახეთ, მალე მოვიდნენ", - ამბობს
ბერიძე.
მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ სადენებიდან გაჩნდა, დამწვარია 20
კვ.მ. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.