სირიაში აფეთქებას რუსი გენერალი ემსხვერპლა
სირიაში სამხედრო კოლონის აფეთქების
შედეგად ერთი რუსი გენერალი დაიღუპა და ორი სამხედრო დაშავდა,
ინფორმაციას ამის შესახებ - თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რია
ნოვოსტი ავრცელებს,
შემთხვევა დეირ ეზ-ზორის მახლობლად მაშინ მოხდა, როდესაც სამხედრო
კოლონა ბაზაზე ბრუნდებოდა
გენერალ მაიორი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული და მას სამედიცინო
დახმარება გაუწიეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. რუსეთის
თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს ყველა საჭირო დახმარებას
დაჰპირდა.