შემთხვევა
მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი
დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა .რა გახდა ავარიის
მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
თვითმხილველები აცხადებენ , რომ დიდი
სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი
ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე
ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
გააზიარეთ :