შემთხვევა
შშს-მ ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, გამოძება დაიწყო
შშს-მ ახალქალაქში
მომხდარი ჩხუბის საქმეზე, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე
და 236 მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილებით დაიწყო.
რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის,
ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
როგორც შსს–ში განმარტავენ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ხელჩართული ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ახალქალაქის ცენტრში საღამოს 7
საათისთვის დაიწყო, სროლის შედეგად მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა,
დამწვარია შენობები და დაზიანებულია ავტომობილები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცდანიშნულები რაზმი და
სახანძო–სამაშველო სამსახური.
გააზიარეთ :