შემთხვევა
78 ადამიანი დაიღუპული და 4 000-ზე მეტი დაშავებული,- ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში
78 ადამიანი დაიღუპა და 4 000-ზე მეტი დაშავდა,- ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.
ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.