შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან ავტობანზე - დაშავებული 8 ადამიანიდან 5 მცირეწლოვანია
თბილისი – სენაკი – ლესელიძის
ცენტრალური ავტობანის შავშვების მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო
მინივენი და "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 5 მცირეწლოვანი
ბავშვია.
არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის შედეგად
დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა
"გორმედში" გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას (რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება გამოიწვია) გულისხმობს
გააზიარეთ :