ოზურგეთის სოფელ ბაილეთში, ებრალიძეების სახლში ხელყუმბარა შეაგდეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბაილეთში, ებრალიძეების სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა ორი
დღის წინ, დილის 5 საათზე მოხდა,
დაზიანებულია სახლის მეორე სართული.
შემთხვევის მომენტში, მეორე სართულზე არავინ იმყოფებოდა. ებრალიძეების
ოჯახი, ამ ამბავს მეზობლურ კონფლიქტს უკავშირდებს.
საქმე აღძრულია 187 მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან
განადგურებას გულისხმობს.