შემთხვევა
უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები გაიტაცა
უკრაინის ქალაქ ლუცკში
შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები გაიტაცა, როგორც ადგილობრივი
მედია იუწყება ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს,
რომელიც ავტობუსს თავს დაესხა, იარაღი და ასაფეთქებელი მასალა
აქვს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით,
გამტაცებელმა ვიდეოჩაწერა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი
გამოაქვეყნა. მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს,
ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ
"კანონიერი ტერორისტები" არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის
ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების,
პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.
ის აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე
აქვს დამალული.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი
შეიარაღებული პირის მიერ ავტობუსის გატაცების ფაქტს ეხმიანება და
აცხადებს, რომ სიტუაციის მსხვერპლის გარეშე მოგვარების მიზნით
ყველაფერი კეთდება.
"საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის
განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა,
ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია
"მძევალი" ამ წუთებში მიმდინარეობს.
ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს", –
წერს ვლადიმერ ზელენსკი.
"აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! "
- უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო
გააზიარეთ :