ძამას ხეობაში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი
ქარელის რაიონშია.
მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა
შეადგინა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით,
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ეპიცენტრი იყო ქარელის რაიონში,
კონკრეტულად ძამას ხეობაში.
ქარელის გარდა, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზეც.